ოზურგეთის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
ოზურგეთის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ათამდე ტყვია ესროლეს. იგი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.