სამტრედიაში დასავლეთის შემოსასვლელი ნაწილის, კოსტავას ქუჩის განახლება მიმდინარეობს

“საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში, ქალაქ სამტრედიაში  ე. წ. ხდკ-ს დასახლებაში 7 მრავალბინიანი კორპუსის ფასადების, ცენტრალური გაჩერების და სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში, ქალაქის დასავლეთის შემოსასვლელი ნაწილი მ. კოსტავას ქუჩის, ე.წ. (ხდკ-ს) უბნის განახლება ხდება.
სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნო და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
როგორც სამტრედიის მერმა განმარტა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.
დავით ბახტაძის თქმით, პროექტის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქალაქის  იერსახე, რაც კომფორტულ გარემოსა და საცხოვრებელ პირობებს  შეუქმნის ადგილობრივებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები