ოკუპანტებმა სუმის რეგიონში ჰოსპიტალი დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა სუმის რეგიონში საავადმყოფო დაბომბეს.

ამის შესახებ სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ჟივიცკიმ Telegram-ში დაწერა.

მისი თქმით, რუსული ავიაცია, უკრაინის საზღვრის გადაკვეთის გარეშე, თავს დაესხა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

„რუსები სუმის რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ცინიკურად დაბომბვას აგრძელებენ. დღეს რუსულმა ავიაციამ, უკრაინის საზღვრის გადაკვეთის გარეშე, საავადმყოფო დაბომბა“, – დაწერა ჟივიცკიმ.

მისივე ინფორმაციით, იერიშის შედეგად, საავადმყოფოს შენობა დაინგრა, არიან დაშავებულები.

დაჭრილთა რაოდენობა და სხვა დეტალები ზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები