ოზურგეთის მერიაში საკადრო ცვლილებებია
ოზურგეთის მერიაში საკადრო ცვლილებებია. აღნიშნულის შესახებ მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
„გაგაცნობთ ახალ საკადრო გადაწყვეტილებებს: განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის პოზიციაზე ლალი სიჭინავა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსის პოზიციაზე გერმანე ჭანუყვაძე, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე პავლე ჭყონია დაინიშნა. მინდა, ვთხოვო მათ, მაქსიმალურად ეფექტიანად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები და აქტიური კომუნიკაცია შეინარჩუნონ მოქალაქეებთან”, – განაცხადა თალაკვაძემ.