ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მერია 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს წაახალისებს
ოზურგეთის მერია 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს წაახალისებს, – ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, მივულოცო აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება. ბუნებრივია, განსაკუთრებით მახარებს, ოზურგეთელი ახალგაზრდების წარმატება – ძალიან ნიჭიერი ახალი თაობა გვყავს და ეს გამოცდების შედეგებზეც აისახა. მადლობას ვუხდი პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი და დამსახურებაც დიდია მათ წარმატებაში! მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს წაახალისებს. წელს 7 ოზურგეთელი სტუდენტი მიიღებს ჯილდოს, ასევე, ფულადი ჯილდო გადაეცემათ სკოლებსაც”, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.