ნანა კაკაბაძე: ელჩი დეგნანი კვლავ აგრძელებს საქართველოს საშინაო საქმეებში „მთავარი ქურდის“ სტატუსით ჩარევის პოლიტიკას
,,საინტერესო ამბები ხდება ჩვენ გარშემო. როგორც გვეუბნებიან, სააკაშვილს ერთწლიანი პატიმრობის თავზე 13 კილო დაუკლია და ეს თურმე მის მძიმე დაავადებაზე მიუთითებს. ნეტა, თუ უკითხავთ ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს, სხვა ქართველი პატიმრები საშუალოდ რამდენ კილოს იკლებენ წელიწადში?”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, წინ საინტერესო შემოდგომა გველის და დავინახავთ, ვისი ანალიზი და პროგნოზები იყო სინამდვილესთან მიახლოებული.
,,1.კელი დეგნანი საქართველოში “მთავარ ქურდად” ზის. 2.უკრაინაში ომი კულმინაციურ წერტილს მიუახლოვდა 3.მიშამ ერთ წელიწადში 13 კილო დაიკლო საინტერესო ამბები ხდება ჩვენს გარშემო. როგორც გვეუბნებიან, სააკაშვილს ერთწლიანი პატიმრობის თავზე 13 კილო დაუკლია და ეს თურმე მის მძიმე დაავადებაზე მიუთითებს. ნეტა თუ უკითხავთ ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს, სხვა ქართველი პატიმრები საშუალოდ რამდენ კილოს იკლებენ წელიწადში? ბალკანეთში აშშ-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ყველამ უნდა დაივიწყოს ნარატივი, რომ კოსოვო სერბეთის ნაწილია, სჯობს იმ ნარატივს „მიაწექით“, რომ კოსოვო და სერბია ევროპის ნაწილებიაო. ისე, როგორ ხასიათზე დავდგებოდით ქართველები, რომელიმე უცხოელ მაღალჩინოსანს რომ ეთქვა, დაივიწყეთ, სამაჩაბლო და მცხეთა რომ საქართველოა, „მიაწექით“ ნარატივს, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ევროპააო. ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ერთ-ერთი კანონის დაჩქარებულად მიღების გამო უსაყვედურა და უცნაური ფორმის რეკომენდაცია შესთავაზა. კომისიას საერთოდ არ უსაუბრია კანონის ავ-კარგზე, არ მიუთითებია ევროპული სასამართლოს რომელიმე პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც წინააღმდეგობაში შეიძლებოდა მოსულიყო მიღებულ კანონთან და მხოლოდ მისი დაჩქარებულად მიღების წესი გააკრიტიკა. ელჩი დეგნანი კვლავ აგრძელებს საქართველოს საშინაო საქმეებში „მთავარი ქურდის“ სტატუსით ჩარევის პოლიტიკას. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება ძლიერი ხანძრები, რაც გარკვეულ ეჭვებს იწვევს, რომ ეს მაინცდამაინც ბუნებრივად არ უნდა ხდებოდეს. თუმცა, მთავარი მაინც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია. მსოფლიო ბირთვულ საფრთხეს ხედავს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვებში, რადგან როგორც ამბობენ, მისი აფეთქების შემთხვევაში ჩერნობილის აფეთქებაზე 5-ჯერ მეტი სიმძლავრის კატასტროფას მიიღებს მთელი ევროპა. რუსები და უკრაინელები ერთმანეთს აბრალებენ მის დაბომბვას. ამ ელექტროსადგურს რუსები მარტის შემდეგ აკონტროლებენ, ანუ უკრაინელები ამტკიცებენ, რომ ბოლო ერთი თვეა რუსები საკუთარი თავს ბომბავენ, ხოლო რუსები უკრაინელებს დებენ ბრალს, რომ ისინი ბირთვული ტერორიზმით შანტაჟის გზით დასავლეთს აიძულებენ მეტი დახმარება აღმოუჩინონ უკრაინას. თითქმის ერთი თვეა რუსების წინსვლა უკრაინაში შეჩერებულია. პროუკრაინელი ექსპერტები თვლიან დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დიდძალი შეიარაღების მიწოდების შედეგად მიღწეულია ე. წ. „საარტილერიო პარიტეტი“ და მალე უკრაინა კონტრშეტევაზე გადავა. რუსებს არც მატერიალური და არც მორალური ძალები აღარ გააჩნიათ ახალი შეტევებისთვისო. ამ საკითხზე პრორუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან ამ ეტაპზე რუსეთმა უკვე დაიპყრო ე. წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ 100% და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თითქმის 50% (მთლიანობაში კი რუსებს უკრაინაში ამ ეტაპზე დაკავებული აქვს 3 შვეიცარიის ფართობის ტერიტორია), მან პაუზა აიღო, დიდძალ შეაიარაღებას უყრის თავს და ახალი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება. თანაც ის არ ჩქარობს, რადგან ელოდება ზამთრის დადგომას, როდესაც ევროპაში გაზის და ნავთობის კატასტროფული ზრდის გამო დაიწყება ევროპული ქვეყნების მოქალაქეების ფართომასშტაბიანი გამოსვლები, რაც ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებათა ცვლილებებს გამოიწვევს. გარდა ამისა, ნოემბერში აშშ-ს კონგრესში შუალედური არჩევნებია და თუ არჩევნების წინ (სექტემბერ-ოქტომბერში) რუსები უკრაინის ფრონტზე მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწევს, ამით ფაქტობრივად უზრუნველყოფს ბაიდენის პარტიის დამარცხებას ამ შუალედურ არჩევნებში. მოკლედ, წინ საინტერესო შემოდგომა გველის და დავინახავთ, ვისი ანალიზი და პროგნოზები უფრო იყო სინამდვილესთან მიახლოებული”, – წერს კაკაბაძე.