რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდა

რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

ბრალდებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არასაფუძვლიანია, რადგან აღნიშნულ საქმეზე გირაო აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები