"კალაშნიკოვის" შეძენა–შენახვისა და ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის და ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გიორგი ქ. დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გიორგი ქ. გარდაბნის რაიონის სოფელ ნაგების ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა ის თანასოფლელის კუთვნილი ავტომანქანით მიმალვას და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გადაგდებას ცდილობდა.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი, 1 მჭიდი და მასში მოთავსებული 21 საბრძოლო ვაზნა.
გიორგი ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვაის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.