თბილისის საქალაქო სასამართლოშო სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს; ასევე, პერსონალური და საიდუმლო მასალების ამსახველი დოკუმენტაციის გამო, სხდომის დახურვას ითხოვს.

ადვოკატის განცხადებით, გოგაშვილი ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე გეგმავს, რომ დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება მოითხოვოს.

შეგახსენებთ, სუს-ის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები