ლაშა ჩხიკვაძე: არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე ვარ; გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგაც მიდიოდა ენით აღუწერელი ზეწოლა და ლანძღვა-გინება ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების
ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის დეტალების გასაჯაროება.
ამის შესახებ ჩხიკვაძემ “იმედის კვირასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
„სამწუხაროდ, ასე მომიწია, რომ არაერთი ე.წ. გახმაურებული საქმის მოსამართლე ვარ. გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგაც მიდიოდა ენით აღუწერელი ზეწოლა და ლანძღვა-გინება ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების. ასეთი ფორმა ნებისმიერი პირის მიმართ ჩემთვის მიუღებელია“, – აცხადებს ჩხიკვაძე