“პოს ტვ”-ის ექსკლუზივი: კადრები “ტვ პირველის” ოპერატორისა და მოქალაქეების დაპირისპირებას ასახავს
ტელეკომპანია “პოს ტვ”-მ ექსკლუზიურად გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც ბათუმში მომხდარ ინციდენტს ასახავს. კადრებში გარკვევით ჩანს, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი ფიზიკურად ძალადობს მოქალაქეზე, რაც ხელჩართული ჩხუბის მიზეზი ხდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი მომხდარიდან მალევე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით დააკავა.