მარნეულში 60 წლამდე კაცი მოკლეს

მკვლელობა მარნეულში – სოფელ მეორე ქესალოში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 50 და 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის დაპირისპირების მიზეზი სადავო მიწის ნაკვეთი გახდა. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურში გადაიზარდა, რასაც 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

დამატებით დეტალებს “კვირა” შს სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები