რუსეთში Bellingcat-ი და The Insider-ი აკრძალეს, რომლებიც სხვადასხვა, მათ შორის, ხანგოშვილის მკვლელობას იძიებენ

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საგამოძიებო პროექტის – Bellingcat-ის, ინტერნეტგამოცემა The Insider-ის, ასევე, ჩეხეთში რეგისტრირებული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლებრივი ინიციატივის ინსტიტუტის საქმიანობა – რუსეთის ტერიტორიაზე „არასასურველად“ გამოაცხადა.

საგამოძიებო უწყებაში მათ საქმიანობას „რუსეთის კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცვლელად” აცხადებენ.

“არასასურველ” ორგანიზაციებს რუსეთის ტერიტორიაზე ოპერირება ეკრძალებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

Bellingcat-ი არის გამომძიებელი და სამოქალაქო ჟურნალისტების საერთაშორისო გუნდი, რომელიც საქმიანობს სოციალურ მედიაში არსებული ღია მონაცემების საფუძველზე.

The Insider-ი არის ონლაინ გამოცემაა, რომელიც სპეციალიზებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში.

ორივე მათგანი აქტიურად აშუქებს ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს.

მანამდე, Bellingcat-მა და The Insider-მა გამოაქვეყნეს რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის შესახებ საგამოძიებო მასალა, მათ შორის – სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეზე, ალექსეი ნავალნისა და დიმიტრი ბიკოვის მკვლელობის მცდელობაზე.

გარდა ამისა, ორივე პლატფორმა აქტიურად იძიებს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეს, რომლის მიღმა რუსული სპეცსამსახურების კვალი იკითხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები