რუსეთში პოლიციის განყოფილებას ცეცხლი წაუკიდეს

ვლადივოსტოკში დაუდგენელმა პირმა პოლიციის განყოფილებას ბენზინით დატენილი საბურავებით ცეცხლი წაუკიდა.

როგორც ტელეგრამ არხი – Baza იტყობინება, შენობაში ორი თანამშრომელი იმყოფებოდა, თუმცა, მათ ვერაფერი შენიშნეს.

თავდამსხმელმა საბურავები შენობის შესასვლელთან მიიტანა, ბენზინი შეასხა, ცეცხლი წაუკიდა და გაიქცა. ამ დროს განყოფილებაში ორი პოლიციელი იმყოფებოდა. თავდაპირველად, მათ ვერაფერი შენიშნეს, სანამ ცეცხლმოკიდებული საბურავებიდან ალი შიგნითაც არ გავრცელდა. ოთახში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ოფისების კარები და დერეფანი.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები გამოიძახეს, ცეცხლი ორ საათში ჩააქრეს.

სამართალდამცველები მამაკაცს ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები