თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ნანუკა ხუსკივაძე და თეატრის დირექტორი ზაქრო რაზმაძე ეყოლება

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეებმა – ბექა დავითულიანმა და გიორგი მირცხულავამ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ნანუკა ხუსკივაძე და თეატრის დირექტორი ზაქრო რაზმაძე წარუდგინეს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის თეატრში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათა სვანიძე ესწრებოდა, ისაუბრეს თეატრის სამომავლო გეგმებზე და საჭიროებებზე.
აღინიშნა, რომ თეატრის ახალ ხელმძღვანელობას სრული მხარდაჭერა აქვს და დასის ძველ და ახალ წევრებთან ერთად თელავის თეატრი ღირსეულად გააგრძელებს დიდ ტრადიციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები