სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „მთავარი არხის“ თანამშრომელთა შორის გამართული საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს.