წყალტუბოში მამამ შვილი სანადირო თოფით დაჭრა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში მამამ შვილი სანადირო თოფით დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც სანადირო თოფიდან გაისროლა, საფანტი შემთხვევით მეორე შვილს მოხვდა.
ქალს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია და ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.