ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 136-ე კილომეტრზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე აღდგენილია 10 ტონამდე მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მდ. ჭანჭახმა ხიდის ბურჯი დააზიანა; ხიდის სავალ ნაწილზე გაჩნდა ბზარები, რის გამოც დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.