შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

სარეაბილიტაციო გზა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იწყება მარნეულში, კოსტავას ქუჩიდან და სოფელ შულავერის ტერიტორიაზე გადის. გზის მიმდებარედ უმეტესად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

„არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთულდებოდა წვიმიან ამინდში და სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას. კერძოდ, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას. ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მონტაჟს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 143 970 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები