„ფერები დახუჭულ თვალებში“ – იურისტი და მხატვარი, რომელმაც ხატვა პანდემიის დროს დაიწყო და უიმისოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენია

სპეციალობით იურისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.
თხუთმეტ წელზე მეტი ხნის განმავლობაში  ეწეოდ საადვოკატო საქმიანობას, იყო საქართველოში ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი, მედიაკავშირ ობიექტივში უძღვებოდა  გადაცემა უფლებადაცვის საათი”
ერთხანს მუშაობდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად… აღნიშნულ თანამდებობაზე ორჯერ  იქნა არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ…
2020 წლის თებერვლიდან  (პანდემიის პერიოდში) მოულოდნელად ხატვა დაიწყ.
თვითნასწავლი მხატვარი, ქმნის ფერწერულ, გრაფიკულ და  პორტრეტულ  ნამუშევრებ  ამბობს, რომ ორი წლის მანძილზე ასზე მეტი ფერწერული ტილო შექმნა. „ვხატავ, რასაც გული და ჩემი ყოველდღიური განწყობა მკარნახობს“.
2021 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს მხატვართა ლიგის წევრი, ხუთ ჯგუფურ გამოფენსა და  თბილისის საკრებულოს 2011 წლის პროექტისდარჩი კრეატიულის“ მონაწილეა,  2021 – 2022 წლებში გაიმართა მისი ორი პერსონალური გამოფენა, დაჯილდოებულია თბილისის საკრებულოს მადლობის სიგელით და საქართველოს მხატვართა ლიგის დიპლომით. – იურისტის და მხატვრის, ქეთი ბექაურის პერსონა.

 – ბავშვობა… მომავალ პროფესიად იურისტობა  გადაწყვიტეთ… ხატვა ალბათ გიყვარდათ ადრეული წლებიდანვე…
– ბავშვობა ისეთი მქონდა, როგორც ყველა საბჭოთა პერიოდის ბავშვს… შავ-თეთრი, მშობლები ზედმეტად არაფრით მანებივრებდნენ… 12 წლის ასაკიდან დავიწყე ლექსების წერა… დღემდე ვწერ, ოღონდ არ ვიცი, როგორ… უბრალოდ მუზა მოდის და ფურცლებზე გადამაქვს… არასოდეს დამიხატავს… არც სკოლაში მიყვარდა ხატვის გაკვეთილი… უფრო ისტორია, ბიოლოგია და ქართული ლიტერატურა მიზიდავდა… კიდევ სკოლის გუნდში ვმღეროდი, ვცეკვავდი კიდეც რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულ და სამეჯლისო ცეკვებს… ბოლომდე არცერთს არ გავყოლილვარ… მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ოჯახს  არ უნდოდა…

„აღდგომა“

ბოლოს, ისე მოხდა, რომ იურიდიულზე ჩავაბარე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, კარგად ვსწავლობდი… ოთხივე სახელმწიფო გამოცდაში უმაღლესი შეფასება მივიღე, თუმცა წითელი დიპლომი მაინც ვერ ავიღე…
– პროფესიით იურისტი ხართ, თხუთმეტ წელზე მეტი ხნის განმავლობაში  ეწეოდი საადვოკატო საქმიანობას, იყავით საქართველოში ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი, მედიაკავშირ ობიექტივში უძღვებოდით  გადაცემა – „უფლებადაცვის საათი“…  2011 წლის მედიაგამოკითხვით  წლის ადვოკატად დაგასახელეს
– ჩემს კოლეგებთან ერთად რთული პერიოდი გავიარე… სრული ქაოსი იყო ქვეყანაში, ყოველ ნაბიჯზე ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ვცდილობდი, მემხილებინა წამების ფაქტები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ამაში ჩემი ჟურნალისტური საქმიანობაც მეხმარებოდა… „ობიექტივის“  ტელეეთერიდან ბევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადამირჩენია, ეს ყველაფერი გაცხადებულია და სოციალურ ქსელშიც დაარქივებულია საკმარისი  მასალა… აქ აღარ დავაკონკრეტებ, ყველამ ყველაფერი იცის…  როგორც ამბობენ, წარმატებული ადვოკატი ვიყავი და მქონდა ბევრი წარმატებული სასამართლო პროცესი და კმაყოფილი კლიენტები… ბედნიერი ვარ, რომ დღეს ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია და ჩვენი ურთიერთობა გრძელდება…

„ტყის მისტერია“

2011 წელს ვიყავი ერთადერთი ადვოკატი, რომელსაც წილად მხვდა ბედნიერება,  მიწვეული ვყოფილიყავი მსოფლიო იურისტთა ფორუმის გახსნაზე  ინგლისისა და უელსის საადვოკატო საზოგადოების  მიერ. დაუვიწყარი ხუთი დღე გავატარე ლონდონში…
2013დან 2017 წლამდე უშაობდი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად… აღნიშნულ თანამდებობაზე ორჯერ იყავით არჩეული…
– უდიდესი გამოცდილება მივიღე საქართველოს უზენაეს სასამართლოშიც, გახლავართ მოსამართლეთა დისციპლინისა და ეთიკის სფეროში არაერთი იდეისა თუ პროექტის ავტორი და თანაავტორი, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მონაწილეობა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ… ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში სემინარებსა და საერთაშორისო კონფერენციებში… ყველა ჩემი ნაშრომი განთავსებულია სოციალურ ქსელში და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის…  შესანიშნავი ადამიანები გავიცანი და ვმეგობრობ დღემდე.
2017 წლის ნოემბერში ვადის გასვლის გამო დავრჩი სამსახურის გარეშე…  მქონდა მცდელობა, კონკურსის გზით კენჭი მეყარა საქართველოს პარლამენტისა და იუსტიციის  უმაღლესი საბჭო  მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე, თუმცა უშედეგოდ…

„ყველა წავიდა“

– პანდემიის პერიოდში, 2020 წლიდან დაიწყეთ ხატვა. მოგვიყევით, როგორ მოხდა ეს?
– 2020 წლის თებერვალში მოულოდნელად ხატვა დავიწყე… ეს უეცრად მოხდა, თუმცა ბოლო წლები გატაცებული  ვიყავი იმპრესიონისტებით, ვიწერდი წიგნებს და  ძალიან  ბევრს ვკითხულობდი  მათ  შესახებ, შეძრული ვიყავი  ვან გოგის, მოდილიანის, გოგენის  დუხჭირი ცხოვრებით  და, იმავდროულად,  აღფრთოვანებული  მათი ჯადოსნური  ფერწერით, ფიროსმანი დღემდე ძალიან მტკივა… ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და ფურცლებს და ფანქრებს დავუწყე ძებნა… შემდეგ მეგობარმა მხატვარმა გუაშები და ფუნჯები მაჩუქა. ხოდა, მას მერე აღარ გავჩერებულვარ…
ორი წლის მანძილზე ასზე მეტი ფერწერული ტილო შევქმენი…. ვხატავ, რასაც გული და ჩემი ყოველდღიური განწყობა მკარნახობს, ფერებს და პერსონაჟებს, სხვადასხვა ფიგურას დახუჭული თვალებით ვხედავ, შემდეგ თვალებს ვახელ და გადამაქვს ტილოზე… ამიტომ წინასწარ არასოდეს ვიცი,  რას დავხატავ… ცნობილი ფრანგი პოსტიმრესიონისტი მხატვარი პოლ სეზანიც დახუჭული თვალებით ხატავდა… „მე თვალებს ვხუჭავ იმიტომ, რომ დავინახო“ –  მისი სიტყვებია…

„შემოდგომის მისტერია“

– გაქვთ ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები – რომლებიც პატარ-პატარა ნოველებია – „ ქალი ყვავილების ქოთნით“, „სააღდგომო კვერცხები“,  „ტყის მისტერიების სერია“, „დაგვიანებული ყვავილები“.  „ყველა წავიდა“… როგორ იქმნება ეს ნამუშევრები?
– რაც შეეხება ჩემს ნახატებს, ბევრი მათგანი თემატურია, ბევრი სპონტანურად ინსპირაციის გარეშე იქმნება… სააღდგომო კვერცხები შარშან აღდგომის დღესასწაულზე დავხატე… ანდრია პირველწოდებული – წმინდანის ხსენების დღეს… ხარება – ხარების დღესასწაულზე… დაგვიანებული ყვავილები ჩემს ბებიებს მივუძღვენი. ორივე  ახალგაზრდა ასაკში დაქვრივდა… მეუღლეები მეორე მსოფლიო ომში დაკარგეს… „ყველა წავიდა“  – აფხაზეთის თემას ეძღვნება…
„ქალი ყვავილების  ქოთნით“ რეალური  პიროვნებაა… ჩემი  მეგობარი, ეროვნებით  გერმანელი მომინა  ვაგნერია… საოცრად  კეთილშობილი ქალბატონი… როგორც დავინახე, ისე  დავხატე. შემდეგ  ნახატიც  ვაჩუქე.

„ნიკალა“

მაქვს ასევე „მოცარტის დაკრძალვა“, რომელიც 2018 წელს ჯერ ლექსი იყო, მერე დავხატე, ორი წლის შემდეგ… ტყის მისტერიები თავისით იქმნება, ინსპირაციის გარეშე, ფერები დახუჭულ თვალებში ლაგდება… როგორც ვხედავ, ისე ვხატავ… ნიკო ფიროსმანს უთქვამს ერთხელ… მანეთიანი რომ მქონდეს, კარგ ტანსაცმელს ვიყიდდიო… ამიტომაც  ჩავაცვი  ასე ლამაზად…
– ჰობი…
– ხატვა ჩემი ჰობი კი არა, ჩემი დარჩენილი ცხოვრებაა, უმისოდ ვერ ვიცოცხლებ, – ასე ფიქრობდა ირაკლი ფარჯიანიც. ..დღეს მისი ნახატები განაგრძობენ ცხოვრებას…
ა/წლის თებერვალში კონკურსის გზით კულტურის სამინისტროში დავიწყე მუშაობა, თუმცა ორ თვეში განცხადება დავწერე და წამოვედი… ვერ გავძელი ხატვის გარეშე…

„ანდრია პირველწოდებული“

– ორი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე ხართ… ჯილდოები, სამომავლო გეგმები…
–  წლის ოქტომბრიდან ვარ საქართველოს მხატვართა ლიგის წევრი, მონაწილეობა მივიღე მხატვართა ლიგის მიერ ორგანიზებულ ხუთ ჯგუფურ გამოფენასა და  თბილისის საკრებულოს 2011 წლის პროექტში – „დარჩი კრეატიული“,  2021 – 2022 წლებში ორი პერსონალური გამოფენა მქონდა,  ორჯერ  ვარ დაჯილდოებული თბილისის საკრებულოს მადლობის სიგელით და საქართველოს მხატვართა ლიგის დიპლომით…
ძალიან მინდა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება… გაისად ვგეგმავ მონაწილეობას არტექსპო ნიუ-იორკის გალერეის გამოფენაში … წელს ეს ვერ მოვახერხე… 2023 წლის აპრილში გაიხსნება მომდევნო  ვერნისაჟი ამერიკის შეერთებულ შტატებში… იქ მინდა ვიყო მეც ჩემი ნამუშევრებით…
მინდა მქონდეს ჩემი სახელოსნო, სადაც მეტი თავისუფლება მექნება, სხვა არაფერი…

„დაგვიანებული ყვავილები“

„ტყის მისტერია“
„ხარება“

 

                                                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები