6-7 ივლისს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 39-ე კილომეტრზე მოძრაობა დროებით შემოსავლელ გზაზე გადაერთვება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2022 წლის 6 ივლისის 10:00 საათიდან 7 ივლისის 20:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა“-ს დაგეგმილი აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, სადგურ ლესაში მდებარე ჯუმათი-ლანჩხუთის დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის და ლიანდაგის შეკეთების სამუშაოები, ასევე განხორციელდება სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან, ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები. ზემოაღნიშნული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, გზის სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით შემოსავლელ გზაზე.