სალომე ზურაბიშვილი: ილია მეორემ საქართველო ევროპაში შეიყვანა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საქართველო ევროპაში შეიყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “სიქსტის კაპელაში” ქართული საგალობლის შესრულება სწორედ პატრიარქის ოცნება იყო.

“სიქსტის კაპელაში ქართული გალობა უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ოცნება იყო. ის ამაღამ ვერ შემოგვიერთდა, მაგრამ მიხარია, რომ მისი ოცნება ახდა”, – წერს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები