საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალთან დაკავშირებით, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალთან (Tbilisi Piano Fest) დაკავშირებით, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ათონელისა და ორბელიანის ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა 17 ივნისის 07:00 საათიდან 20 ივნისის 03:00 საათამდე იმოქმედებს. სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მშრალი ხიდის მიმართულებით, ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით შეეძლებათ.

ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებები ორბელიანის ქუჩამდე გადაადგილდებიან და შემდეგ, მტკვრის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები