შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდა
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების აუცილებლობაზე საუბრობდა, მისი ადვოკატი გახდა. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ის სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მუშაობს.
აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ლალი აფციაური ეხმაურება: „მხოლოდ კუჭი კი არ გაეჭყიპა, მალებიც ჩამტვრეული ჰქონია და ეგ დიაგნოზი არ გამოგეპაროთ… ჯერ ფეიკი მეგონა… თუმცაღა არჩევანს ვერავინ შეგიზღუდავთ…“, – წერს ლალი აფციაური Facebook-ზე.