სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმის განხილვა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა.

სასამართლოში საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ცნობისთვის, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან ბრალდებული. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კარტოგრაფების საქმე, სასამართლო
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ სასამართლოდან გასული წლის 28 იანვარს გათავისუფლდნენ. სასამართლომ მათ 20-20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები