ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა – თავდამსხმელი დაკავებულია

ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ის სალაროს გახსნას ითხოვდა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი გაიქცა. მამაკაცი დაკავებულია.

ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღი უკანონო შეძენა ტარება. ბანკის ფილიალი ამ დროისთვის მუშაობას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები