პრემიერი და პრეზიდენტი ათონელზე მდებარე რეზიდენციაში არ გადავლენ

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი მარგველაშვილიც ავლაბრის რეზიდენციაში დარჩება, რის შესახებაც ოფიციალურად უკვე დაუდასტურეს, ხოლო სასახლის სამომავლო ფუნქციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაგვიდასტურეს, რომ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში დარჩება. არც მე ვაპირებ ათონელზე მდებარე სასახლეში გადასვლას, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ ქვეყანა უნდა განვითარდეს და წინ წავიდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები