გიორგი ვაშაძე: ვისთან, ან რატომ უნდა ჩამოვიდეს მიხეილ სააკაშვილი?!

  „ბიძინა ივანიშვილს სწორედ რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ეშინია“, – ამ სიტყვებით ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს. მისი თქმით, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ეშინია.
„ვისთან უნდა ჩამოვიდეს სააკაშვილი, ოლიგარქის მიერ მართულ სასამართლოსთან ჩამოვიდეს? ამ ხელისუფლებასთან? რატომ უნდა ჩამოვიდეს? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ეს ყველაფერი? ბიძინა ივანიშვილს სწორედ რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ეშინია. იმიტომ უნდა, რომ საზღვარზე დაკავების უფლება ჰქონდეს. ძალიან კარგად იციან, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ეს მიხეილ სააკაშვილს გადაადგილებაში. საქართველო, რომელიც რეგიონში დასავლური ღირებულებების ლიდერი იყო და საქართველოზე ხდებოდა სწორება ყოველთვის, დღეს არის მაჩანჩალა“,-განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები