სოზარ სუბარი: შეიძლება, ომბუდსმენმა გააკრიტიკოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ თავი დააყენოს სასამართლოს ადგილზე, მსგავსი რამ არ მახსენდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადებას გამოეხმაურა.

„შეიძლება, სახალხო დამცველმა გააკრიტიკოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ, პრაქტიკულად, თავი დააყენოს სასამართლოს ადგილზე და მიმართო პრეზიდენტს, რომ შეიწყალე, რადგან სასამართლომ თურმე უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, მე მსგავსი რამ არ მახსენდება, განსაკუთრებით – იმ ეტაპზე, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება, მართალია ძალაშია შესული, მაგრამ, ორი ინსტანცია დარჩენილია. ყველა დაველოდოთ ორი ინსტანციის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლოს მსჯელობა როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია.

ამასთან, სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება გამოიყენოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები