დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონის გამგეობა, დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩებზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასმათის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო და ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება სრულდება.
როსტევანის ქუჩაზე კი, ამ ეტაპზე, სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩებზე ჯამში, 15 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ დრომდე, ადგილობრივ მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. ორივე პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარი გამოიყო.