დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მამა ილია დაძახებული იყო მამა-შვილური საუბრისთვის, რომ იქნებ, შეგონება მოესმინა და გაეთვალისწინებინა ის გადაცდომები, რაც მის გამონათქვამებში იყო, თუმცა, როგორც კომისიაზე გამოჩნდა, სინანულს არ აპირებდა

მამა ილია (თოლორაია) დაძახებული იყო მამა-შვილური საუბრისთვის, რომ იქნებ, მას შეგონება მოესმინა და გაეთვალისწინებინა ის გადაცდომები, რაც მის გამონათქვამებში იყო, თუმცა როგორც კომისიაზე გამოჩნდა მისი დამოკიდებულება, სინანულს არ აპირებდა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მამა ილია გავიდა საპატრიარქოს ჭიშკრიდან, იქვე უფრო უარესი განცხადებები გააკეთა.

„გარკვეული განმარტების გაკეთება გადავწყვიტეთ მე და პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდში არ წყდება მამა დოროთეს და მისი თანამოაზრეების მხრიდან საპატრიარქოს დისკრედიტაციის მცდელობა. საუბარია თითქოს, მამა ილია (თოლორაიას) დაბარების დროს მოხდა პროცესუალური გადაცდომები. არ ერიდებიან თქმას, რომ პატრიარქი შეიყვანა შეცდომაში მისმა მდივანმა, რომელიც 23 წელია, მისი მდივანია, ქორეპისკოპოსმა, რომელიც ასევე 23 წელია, ქორეპისკოპოსია და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, რომელიც რვა წელია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევებს ასრულებს.

მცირე განმარტებას გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით. მართალია ის, რომ მამა ილია(თოლორაია) დაძახებული იყო მამა-შვილური საუბრისთვის, რომ იქნებ, მას შეგონება მოესმინა და გაეთვალისწინებინა ის გადაცდომები, რაც მის გამონათქვამებში იყო, თუმცა, როგორც კომისიაზე გამოჩნდა მისი დამოკიდებულება, სინანულს არ აპირებდა.

მას შემდეგ, რაც მამა ილია გავიდა საპატრიარქოს ჭიშკრიდან, იქვე გააკეთა ამაზე უფრო უარესი განცხადებები. მამა ილიას კომისიაზე დაბარებას აზრი აღარ ჰქონდა. საპატრიარქოში იმ დროს კომისიის წევრები იყვნენ და მის გარეშე მიღებული იყო დასკვნა“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები