ლევან სანიკიძე – გიორგი გახარიაზე: 20 ივნისთან დაკავშირებით, არათუ კითხვის ნიშნები მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ამ კონტექსტში დამნაშავე
20 ივნისთან დაკავშირებით, მე არათუ კითხვის ნიშნები მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ამ კონტექსტში დამნაშავე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სისხლში დაირბა, მაგრამ ამ შეკითხვებზე პასუხი, გახარიამ უნდა გასცეს სამართლიან სასამართლოში.
„გახარიას და 20 ივნისთან მიმართებაში, მე ჩემი პოზიცია მაქვს. მე ვარ 100%-ით დარწმუნებული, რომ ის დარბევა შეუძლებელია მომხდარიყო გიორგი გახარიას კონსულტაციის გარეშე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან და, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან, რასაც ის არ ამბობს. მან აიღო სრულად პასუხისმგებლობა. უბრალოდ ჩემთვის მიუღებელი არის, რომ გიორგი გახარიას ასამართლებენ. ეს არის სხვაობა, ჩვენს გუნდსა და გიორგი გახარიას გუნდს შორის – გიორგი გახარიას გუნდი ამბობს, რომ „ნაცებს“ რომ ასამართლებთ, რომ იჭერთ, რეპრესიებში რომ აყოლებთ, არა უშავს, მოაყოლეთ. პარლამენტში რომ შევიდნენ, პირველი ამას ამბობდნენ, „ნაცები“ რატომ არ დაასრულეთო. მე გეტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია რა არის – ეს არის პირადი ვენდეტა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გიორგი გახარიას მიმართ. 20 ივნისთან დაკავშირებით, მე არათუ კითხვის ნიშნები მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ამ კონტექსტში დამნაშავე. ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სისხლში დაირბა, მაგრამ ამ შეკითხვებზე პასუხი, მან უნდა გასცეს სამართლიან სასამართლოში“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.