ლევან მაჭავარიანი – გახარიაზე: რამდენჯერმე აქვს გამეორებული, რომ ყველა ბრძანება, მათ შორის რეზინის ტყვიების გასროლასთან დაკავშირებით იყო მისი გაცემული, საგამოძიებო კომისიაზე მან ეს უარყო და პოლიციელებს ძალიან ბინძურად შეაწმინდა ხელი
რამდენჯერმე აქვს გამეორებული, რომ ყველა ბრძანება, მათ შორის რეზინის ტყვიების გასროლასთან დაკავშირებით იყო მისი გაცემული, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიაზე გახარიამ ეს უარყო და პოლიციელებს ძალიან ბინძურად შეაწმინდა ხელი.
„რაც შეეხება ჩორჩანას საკითხს, აქ მისი უფლებამოსილების გადამეტება და უპასუხისმგებლობა, შეიძლება მტრული განზრახვებიც, სახელმწიფოს მიმართ იკვეთებოდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სამართლებრივად არის შესაფასებელი“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.