ზესტაფონი-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის 21 კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების ინფორმაციით, გზის სრული რეაბილიტაცია მოიცავს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარისა და სანიაღვრე მილების მოწყობის, ძველი ასფალტ-ბეტონის ფრეზირება და საფარის ქვედა ფენის მსხვილმარცვლოვანი ცხელი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები.

პროექტის მიხედვით, ადგილობრივ გზებთან მოეწყობა მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები; მოინიშნება და შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

აღნიშნული გზა უმოკლესი მანძილით აკავშირებს ერთმანეთთან ზესტაფონსა და ხარაგულს და შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს ერთმანეთთან კავშირისთვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალით სარგებლობა აღარ მოუწევთ.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 14 288 887 მლნ. ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები