„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერების ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის მიმართ თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი ირაკლი ხომასურიძეა.

ცნობისათვის, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები