ნიკოლოზ მჟავანაძე: ბაქოში მომხდარი ინციდენტი სააკაშვილის პროვოცირებული იყო

  ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოში ანტიალიავური ცენტრის წევრების გააქტიურებისა და აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. მჟავანაძის თქმით, ექსპრეზიდენტის განცხადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის პროვოცირებაა. მისივე თქმით, ბაქოში ,,ნეფჩისა’’ და ,,ჩიხურას’’ შორის მომხდარი პროვოკაციის უკან დიდი ალბათობით სწორედ სააკაშვილი დგას.
,,ის, რასაც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის პროვოცირებაა. ახლა უკვე ნათელი ხდება, რომ ბაქოში ,,ნეფჩისა’’ და ,,ჩიხურას’’ შორის მომხდარი პროვოკაციის უკან დიდი ალბათობით სწორედ სააკაშვილი დგას. როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომია და ამ დროს აკეთებ ასეთ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ განცხადებას, ნათელია, რომ გსურს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა, რათა ამით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი მიიღო და ქვეყანას რა ბედი ეწევა, უკვე მეორეხარისხოვანია. თუკი მართლა რაღაც შეხვედრა, მართლაც, მოხდა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერებისა საქართველოში, რა შუაშია აქ ხელისუფლება. ავუკრძალოთ აზერბაიჯანელებს საქართველოში შემოსვლა? სააკაშვილი ყველანირად ცდილობს, ქვეყნის უსაფრთხოებას ძირი გამოუთხაროს. ხან აცხადებს, რომ საქართველო უკრაინას არ ეხმარება და პრორუსულ პოლიტიკას აწარმოებს და ამით სურს უკრაინელებთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. ახლა კი ცდილობს, რომ აზერბაიჯანთან გართულდეს მდგომარეობა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ოღონდ ის დაუბრუნდეს ხელისუფლებას და ქვეყნისგან, თუ გინდა, ქვა ქვაზე არ დარჩენილა. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს სააკაშვილის დაუყოვნებლივი დაპატიმრებისა და საქართველოში ჩამოყვანისათვის, რადგან თავისუფლებაზე ყოფნით ის ქვეყნისთვის საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ქმნის“, – განაცხადა მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები