3 ივნისს ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, ხანძრის შედეგად განათების და ელექტრო მომარაგების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საჭიროა საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა, 2022 წლის 3 ივნისს 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქ. ქობულეთის გავლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები