ბათუმში, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს

ბათუმში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თურქი ბიზნესმენი, კომპანია „მეტრო სითის“ დირექტორი გალიფ ოზთურქი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია ხუთ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

აღნიშნულზე საგამოძიებო უწყებისგან ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები