თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და ველოსიპედი შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები