28 მაისს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ამლევი-ორბეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ27-ორბეთის (ამლევი-ორბეთი) საავტომობილო გზის კმ2-კმ8 მონაკვეთზე „ა.(ა)ი.პ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2022 წლის 28 მაისს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.