არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი მეუღლის, თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.
პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

ბრალდებულის ადვოკატმა ანა შიშნიაშვილმა კი დაკავებულის მიმართ 15 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, 23 მაისს, ლევან ასლანიშვილმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს – დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები