ირაკლი ღარიბაშვილი: უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩემი დასწრების საჭიროება საერთოდ არ იყო

   ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არ არის, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩემი დასწრების საჭიროება საერთოდ არ იყო, რადგან ყველაფერი გარკვეული იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბეშუმში განაცხადა.
მისვე თქმით,საბჭოს ფორმატის შეცვლაზე მედიასაშუალებებით არასწორო სპეკულაცია წავიდა.
პრემიერის განმარტებით, ფორმატი არც ერთ შემთხვევაში არ იცვლება.
“ნატოს სამიტთან დაკავშირებით, მთავრობამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ დელეგაციას უელსის სამიტზე პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ასევე პრეზიდენტი დაესწრება ISAF-ის შეკრებას. მინისტრები გავაგზავნე უშიშროების საბჭოს სხდომაზე და მათ მოახდინეს პრეზიდენტის ინფორმირება, რათა უელსის სამიტზე მომზადებული წარსდგნენ და ჰქონდეთ სრული ინფორმაცია. გთხოვთ, დამატებით აჟიოტაჟს ნუ ატეხავთ – არაფერი არ ხდება რეალურად. ჩემი იქ დასწრება საჭირო არ იყო. აქვე მინდა განვმარტო – მედიასაშუალებებით არასწორო სპეკულაცია წავიდა საბჭოს ფორმატის შეცვლაზე. ფორმატი არც ერთ შემთხვევაში არ იცვლება. ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვიცავთ კონსტიტუციის ყველა მუხლს და ყველა დეტალს ვაკვირდებით. ჩვენ ვმუშაობთ და პრაქტიკულად დავასრულეთ “უშიშროების საბჭოს შესახებ” ახალ კანონზე მუშაობა. კონსტიტუცია შეიცლა და საჭირო იყო კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები