თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით ვერაზე, შანიძის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კაცს ზურგში რამდენჯერმე ესროლეს.
დაჭრილი ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.