„რომ არა ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში არ იქნებოდა სტაბილურობა“

  ისინი ცდილობენ მაქსიმალურად თავი აარიდონ მართლმსაჯულებას, მაგრამ არ არსებობს ქვეყანა, რომ სამართალი არ აღდგეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
ღარიბაშვილის შეფასებით, ივანიშვილის გარეშე ქვეყანაში სტაბილურობა არ იქნებოდა.
“მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველო ჯერ კიდევ ბევრად საშინელ მდგომარეობაში იქნებოდა. ის, რაც სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში – უკრაინაში ხდება, მე დარწმუნებული ვარ მიხეილ სააკაშვილის ასეთ მართლაც ავანტიურისტული პოლიტიკით და მისი ქმედებებით, პირველი ესკალაცია ჩვენს ქვეყანაში მოხდებოდა. სწორედ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში არ იქნებოდა სტაბილურობა, მაშინ, როცა სააკაშვილი იყო გაქცეული ქვეყნიდან, ვგულისხმობ 90-იან წლებს, 20 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას და ადამიანზე, რომელიც 20 წლის განმავლობაში ზრუნავდა ქვეყანაზე, არ შეიძლება რაიმე სხვაგვარი შეფასება გააკეთო. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად თავი დაიძვრინონ და თავი აარიდონ მართლმსაჯულებას, მაგრამ მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, არ არსებობს ქვეყანა, რომ სამართალი არ აღდგეს. ჩვენ დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენა და ეს პროცესი იქნება ბოლომდე მიყვანილი. ამის გარანტი მე ვარ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები