თბილისში, ავტობუსის გაჩერებასთან მამაკაცმა მეუღლე დაჭრა

თბილისში, დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები