ქალი შვილის მკლავებში გარდაიცვალა – ისტორია დაჭრილ მარიუპოლელ ბიჭზე, რომელმაც დედა დაკარგა
დაჭრილმა მარიუპოლელმა, 10 წლის ილია მატვიენკომ ომის დროს დედა დაკარგა, თავად ბიჭი კი, რუსების მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ომი რომ დაიწყო, ილია დედასთან, ნატალიასთან ერთად სახლსა და სარდაფში აფარებდა თავს.
ერთხელ მეზობლებთან გაიქცნენ და ცეცხლი გაუხსნეს. დედა თავის არეში დაზიანდა, ბავშვი კი, ფეხში დაიჭრა.
ქალმა შვილი ნაცნობების ბინაში მიიყვანა.
„დაჭრილები და დაქანცულები დივანზე იწვნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. დედამ შვილი გულში ჩაიკრა, სანამ გული არ გაუჩერდა. ნატალია შვილის მკლავებში გარდაიცვალა”, – ამბობენ საავადმყოფოში.
დედის გარდაცვალებიდან მეორე დღეს რუსმა სამხედროებმა ბიჭი ოკუპირებულ ნოვოაზოვსკში წაიყვანეს, იქიდან კი, დონეცკში.
ადგილობრივ ექიმებს ილიას ფეხის ამპუტაცია სურდათ, მაგრამ, საბედნიეროდ, კიდური გადაარჩინეს.
შვილიშვილზე მეურვეობა უკრაინაში მყოფმა ილიას ბებიამ აიღო და მის წასაყვანად წავიდა.
ამისათვის მას ოთხი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა დასჭირდა.
ბავშვი კიევში ჩაიყვანეს და ისე მოხდა, რომ ილია ბავშვთა საავადმყოფოში თავის მეათე დაბადების დღეზე მივიდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბიჭს დაბადების დღეც მიულოცა.
ცოტა მოგვიანებით, როგორც ბებია ამბობს, ილიას მეორე სიმბოლური დაბადების დღეც ჰქონდა: როცა ექიმებმა თქვეს, რომ ბიჭი სიარული შეძლებდა.
მისი ფეხი სრულად ფუნქციონირებს, ბიჭს უკვე შეუძლია დაზიანებულ კიდურზე თითების გამოძრავება.