იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული შალიკო ნ. საკუთარ სახლში დააკავეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამცველებმა წალკის რაიონის სოფელ კუშში, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, ავტოფარეხიდან „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 336 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები