მიხეილ სააკაშვილის ძმა: პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოხერხდა

მითხრეს, რომ პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოხერხდებოდა, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა დამაკმაყოფილებელი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის ოჯახს პატრიარქთან კომუნიკაცია მეუფეების საშუალებით ჰქონდა.

“სამწუხაროდ, შეხვედრა ვერ მოხერხდა, რაც შეეხება კომუნიკაციას, კომუნიკაცია მასთან იყო მეუფეების საშუალებით, რომლებმაც თავიდან მითხრეს, რომ მზად იყო შესახვედრად, შემდეგ მითხრეს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდებოდა, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა დამაკმაყოფილებელი”, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები