სოზარ სუბარი: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს დაცული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

სუბარის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცული იყოს.

„ვერ გავიზიარებთ იმ რეკომენდაციებსა თუ ზეპირ განცხადებებს, რომელთაც არ აქვთ საფუძველი. ამ შემთხვევაში, საფუძველი არ აქვს სახალხო დამცველის იმ რეკომენდაციას, რომელიც სააკაშვილის მიმართ გაკეთდა მის მიერვე შექმნილი საექსპერტო ჯგუფის დასკვნებიდან. ექიმები სხვა რამეს ამბობს, სახალხო დამცველი კი სხვას. მე კარგად მესმის ქალბატონი ელჩის, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემა არ უნდა შეექმნას, მაგრამ აქ უნდა დავსვათ წერტილი. მის ჯანმრთელობაზე არის ძალიან მკაფიო მონიტორინგი. პირველ რიგში, ზედამხედველობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმების მხრიდან, ასევე იმ ექიმების მხრიდან, რომელთაც დახმარებას სახელმწიფო სთხოვს, როდესაც ამის საჭიროებაა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს დაცული, როგორც ნებისმიერი პატიმრის. თუკი ვინმეს სურს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, მიმართონ თავად სააკაშვილს, დაუჯეროს ექიმებსა და იმ მკურნალობის წესს, რაც მათგან მოდის“, – განაცხადა სუბარმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყურადღებით მოეკიდოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები