ელგუჯა ხოკრიშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი აშშ-ს ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. მხარეებმა გარემოს დაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის მიმდინარე და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პროექტები და ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ელგუჯა ხოკრიშვილმა და რიჩარდ ნორლანდმა განსაკუთრებული ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილეს, რომლებსაც სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის გარემოს დაცვით ნაწილში თანამშრომლობა კლიმატის ცვლილებების, დაცული ტერიტორიების, წყლის რესურსების და ნარჩენების მართვის სფეროებში წარმატებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები